17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
თავდასხმა ლაშა თორდიაზე - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს

თავდასხმა ყოფილ მთავარ აუდიტორზე - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქმის არასწორ კვალიფიკაციაზე მიუთითებს.

საუბარია, ღამის კლუბ El Centro-ში  ყოფილ მთავარ პროკურორსა და ყოფილ მთავარ აუდიტორს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას თავს დაესხა. სწორედ ამიტომ "ადამიანის უფლებათა ცენტრში" ფიქრობენ, რომ საქმეს სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

გარდა ამისა, ეკა ქობესაშვილის განმარტებით, ერთი დანაშაულისთვის ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც საქმეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა.

უფლებადამცველი პროკურატურას სასამართლო პროცესების გაჭიანურებასა და არაეფექტურ გამოძიებაშიც ადანაშაულებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი" ითხოვს,რომ ცემის მუხლი შეიცვალოს 353 მუხლით,რომელიც გულისხმობს სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას. ბრალდების მხარემ ეს არ გააკეთა. ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი ერთი და იგივე ქმედებისთვის, თუმცა ჯგუფურობაზე აქაც თავი შეიკავა ბრალდების მხარემ. პროკურატურის მუშაობა რია ძალიან არაქმედითი, რაღაც შეთანხმებულ ბრალს ჰგავს ეს ყველაფერიო“-აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.

ღამის კლუბ "ელცენტროში", გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე ბრალდებულები არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი. საქმე კი ცემის მუხლით არის აღძრული. 

დღის ამბები