17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
“ჯორჯიან ეარვეისი” “ტავ ურბან ჯორჯიას” წინააღმდეგ - ქართული ავიაკომპანიის წარმომადგენლები აეროპორტთან აქციას გამართავენ

ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”  “ტავ ურბან ჯორჯიას” წინააღმდეგ -  ქართული ავიაკომპანია დახმარებას ითხოვს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვას გეგმავს.

“ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია, „ტავ ურბან ჯორჯია“ მათ ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და არარეალური ვალების დაფარვას სთხოვს.

“ჯორჯიან ეარვეისის” განმარტებით, ისეთი მაღალი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, ევროპის თითქმის არც ერთ აეროპორტში არ არის.

„საპროტესტო აქცია იმართება "ტავ ურბან საქართველოს" წინააღმდეგ. ვინაიდან მიუღებელია ის სატარიფო პოლიტიკა რითიც კონკრეტული ორგანიზაცია საქართველოში ოპერირებს, ამიტომ აუცილებელი გადაიხედოს ის სატარიფო პოლიტიკა, რომელიც აქვს "ტავ ურბან საქართველოს", გაიმიჯნოს და პრიორიტეტები გამოიყოს, რა პირობებშია რის შესაძლებელი კონკურენტულ და ჯანსაღ გარემოში ავიაკომპანიამ გაუწიოს კონკურენცია  გიგანტ ავიაკომპანიებს რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი“- ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი”-ს კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი.

“ტავ ჯორჯიაში” კი აცხადებენ, რომ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის მიმართ დავალიანება აქვს, რაც 9 მილიონს აღემატება.

მათივე განმარტებით, თანხის გადანაწილების შეთავაზების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.

დღის ამბები