17 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
სამართალდამცველებმა ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ოჯახური ძალადობა გახდა. შემთხვევა კი 5 მარტს მოხდა.

საქმე ეხება მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც მან რამდენჯერმე დაარღვია.

ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა.  

დღის ამბები