17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ

გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ - სკოლის მოსწავლე სახლიდან გუშინ შუადღისას გავიდა და სახლში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მოზარდი მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად გაუშვეს, თუმცა იქ არ მისულა.

15 წლის არჩილ კობერიძის ოჯახმა ბავშვის დაკარგვის შესახებ პოლიციას დღეს დილით აცნობა და ამ დრომდე ბავშვის ძებნა მიმდინარეობს.

მოზარდი გორის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს. ოჯახი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

დღის ამბები