17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები წინასაარჩევნოდ მაღალი იყო - საიას და ევროსაბჭოს დასკვნა 

სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები წინასაარჩევნოდ - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია საუბარი. მათი შეფასებით, სიძულვილის ენის გახშირებული გამოყენება იყო ერთ-ერთი ის ნიშანი, რითაც ბოლო არჩევნები გამორჩეული აღმოჩნდა.

"ევროსაბჭოს და ახალგაზრდა" იურისტებს მიაჩნიათ, რომ დაცული უნდა იქნას ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის.

„განსაკუთრებით პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე კიდევ უფრო მაღალი იყო სიძულვილის ენის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ფრაზები. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან სწორად გავმიჯნოთ  რა სხვაობა შეიძლება იყოს, ვთქვათ, სიძულვილის ენასა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შორის. ჯერ ერთი, რომ არ უნდა დავაზიანოთ გამოხატვის თავისუფლება და მეორე, მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს, თუ არსებობს ქვეყანაში რაიმე ტიპის მექანიზმები, რომლებიც ამ ტიპის საკითხებს ეხება, ვიყენებთ, თუ არ ვიყენებთ ჩვენ მას ეფექტურად,“- განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

დღის ამბები