ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, გამოძიების მასალების გასაცნობად ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრას როგორც ცნობილია, საქმის პროკურორებიც ესწრებიან. როგორც სარალიძემ შს სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, მას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები საქმის პროკურორებმა უნდა გასცენ, რადგან შს სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო პროცესებს არ ესწრება.
„აქ რატომ მოვედი დღეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, იმიტომ რომ მე პროკურატურაში უნდა მივსულიყავი და შეთანხმებული ვიყავით, რომ იქ გავცნობოდი საქმის მასალებს.
მე მჭირდება პროკურორებთან ერთად საქმის მასალების გაცნობა,რომ კითხვები დავუსვა პროკურორებს, თუნდაც რაც მიმდინარეობს იმ პროცესებიდან გამომდინარე, შს სამინისტრო არ ესწრება იმ პროცესებს და შესაბამისად პასუხს ვერ მივიღებ ამათგან“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.