17 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ავიაკატასტროფა ეთიოპიაში - ბოინგ 737 ექსპლუატაციიდან კიდევ ორმა ქვეყანამ ამოიღო

ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ბოინგ 737-ის ფრენები კიდევ ორმა ქვეყანამ შეაჩერა. ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და ინდონეზიის შემდეგ, ლაინერი ექსპლუატაციიდან ავსტრალიამ და სინგაპურმა ამოიღეს.

ორივე ქვეყნის ფრენების უსაფრთხოების სამსახურებში აცხადებენ, რომ ბოინგ 737 მაქსის ტიპის თვითმფრინავებს ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენა დროებით ეკრძალება.

სააგენტოები ექსპერტების დასკვნას დაელოდებიან, რომელმაც ბოლო ორი ავიაკატასტროფის შემდეგ რისკები უნდა შეაფასოს.

საუბარია ეთიოპიასა და ინდონეზიაში მომხდარ ტრაგედიებზე, რასაც ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებო განცხადებას ავრცელებს ავიამშენებელიც. ბოინგის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია ბოინგ 737 მაქსის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს, რომელიც ტექნიკურ ხარვეზებს და კატასტროფების რისკს აღკვეთავს.

დღის ამბები