გორში დაკარგული 15 წლის არჩილ კობერიძე სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს.
მოზარდი პოლიციელებმა ვაგზლის მოედანზე შენიშნეს. ბიჭი ჯერ გორში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ დაუბრუნებიათ.
სხვა დეტალები უცნობია.
როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ის გუშინ, შუადღისას, მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად გაუშვეს, თუმცა, მოზარდი არც დანიშნულების ადგილზე მივიდა და არც სახლში დაბრუნებულა.
ბავშვის დაკარგვის შესახებ ოჯახმა სამართალდამცველებს დღეს დილით შეატყობინა.