17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ - სამოქალაქო მოძრაობამ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში აქცია პერფორმანსი გამართა

სამოქალაქო მოძრაობამ დატოვე პარლამენტი ქუთაისში აქცია- პერფომანსი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გამართა.

ქართული პარლამენტარიზმის ასი წლისთავზე ქუთაისელმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის თბილისში გადატანა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

„დღეს შეკრებილთა მიზანი არის გავაპროტესტოთ მთავრობის უგუნური დამოკიდებულება რეგიონების მიმართ, მისი უგუნური პოლიტიკა რეგიონების მიმართ და მითუმეტეს ჩემი ქალაქისადმი, ქუთაისი მიმართ,“ - განცხადა აქციის მონაწილემ, მხატვარმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

დღის ამბები