სირიაში პანკისის ხეობაში მცხოვრები კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურის მკვიდრი იყო.
ის სირიაში 2015 წელს თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან, ერთად წავიდა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდა.
ორივე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.
2016 წელს დაიღუპა ასლანბეგ ბორჩაშვილი. ამირან ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ კი დღეს გახდა ცნობილი.
მისი ოჯახი, რომელიც დუმასტურში ცხოვრობს, სამძიმარს იღებს.
პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის დაღუპვის ეს უკვე 34-ე შემთხვევაა.