ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს გაუჩნდა.
იყო საშიშროება, რომ ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებსა და დასახლებულ ადგილზე გავრცელებულიყო.
ცეცხლს ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გზაც გადაკეტილი იყო. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.