17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
გალის იზოლატორში საფრთხე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება - ოჯახს გატაცებულზე ინფორმაცია არ აქვს 

გალის იზოლატორში საფრთხე საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ემუქრება.

არავინ იცის რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ოჯახი რამდენიმე დღეა გატაცებულთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. მხოლოდ ის იციან, რომ რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი ოკუპირებული რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გალში იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. 

ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის გაათავისუფლებენ გატაცებულს.  ისინიაბობენ, რომ ოკუპანტები გამოსასყიდს მოითხოვენ.

„ფული საჭირო იქნება აუცილებლად 30 ათასი მაინც იმიტომ, რომ რომ გამოუშვებენ ჯარიმას გადაახდევინებენ. დაიჭირეს საოკუპაციო საზღვარზე. თუ ვინმეს დაინახავენ იჭერენ, მეტი არაფერი,“-აცხადებს გატაცებულის ოჯახის წევრი.

დღის ამბები