17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
გვითხრეს გარდაცვლილიაო, ბიძა გადაიყვანეს იქით, ალბათ ის გაარკვევს - ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის პირველი კომენტარი

გალში საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში გადაიყვანეს.

სავარაუდოდ, ის შეძლებს გაარკვიოს რა გახდა მისი ძმისშვილის გარდაცვალების მიზეზი.

როგორც გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი აცხადებს, ამ დრომდე მათთვის არაფერია ცნობილი. დაზუსტებით კი მხოლოდ ის შეატყობინეს, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაცვლილია.

„გარდაცვლილია კვარაცხელიაო, თქვენი ვინ არისო? - უთხრა რომ ძმიშვილიაო და წავიდა. უთხრეს, რომ გარდაიცვალა, რითი, როგორ და რა მიზეზით, ეტყობა ახლა აუხსნიან და ეტყვიან წასულია,“-ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.  

29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც ოკუპანტების მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს.

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ, თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის სჯერა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება გახდა. 

დღის ამბები