ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს - გატაცება სოფელ ყარაფილადან მოხდა.
ალან მარგიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი გუშინ, ღამის 12:00 საათამდე მეგობრის სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ, ამის შემდეგ კი სახლებში არ დაბრუნებულან.
დღეს დილით კი დადასტურდა ინფორმაცია, რომ ისინი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან.
„მითხრეს დაიჭირეს გადაიყვანეს რუსებმაო, სად დაიჭირეს არაფერი არ ვიცით. ჯერ არავინ დაგვკავშირებიან. ალბათ ცხინვალშია გადაყვანილი. პოლიციამ მითხრა,რომ გიორგიც ყოფილა“-ამბობს სოფელ ყარაფილას მცხოვრები ლევან მახნიშვილი.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ორივე მოქალაქე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აეყვანათ.
სოფელ ყარაფილას მცხოვრები ჟუჟუნა ვაზაგაშვილი ამბობს,რომ რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ზოლის აქეთ გადმოდიან და საქართველოს მოქალაქეებს იჭერენ, რადგან მატი დაკავების სანაცვლოდ საოკუპაციო რეჟიმისგან ჯილდოდ თანხას იღებენ.