17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სოხუმშია გადასვენებული

გალში, გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი, სოხუმში გადაასვენეს. ამის შესახებ "კურიერს" გალიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენ. 

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მის ცხედარს ენგურის ხიდთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემენ. 

"კურიერს" წყარო უყვება, რომ 29 წლის ახალგაზრდას, რომელიც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, დაკითხვისას გული გაუსკდა. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ოფიციალურად აცხადებს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში ისინი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ. 

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს რუსებმა ბაზაზე სცემს, დაზიანებები მას თავისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები