17 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
გალში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში გადმოასვენეს

გალში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონიდან გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარის გადმოსვენებას გარდაცვლილის ახლობლები, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდნენ. 

ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება. 

29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

"კურიერს" გალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული დაკითხვისას გაუსკდა. საოკუპაციო რეჟიმი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. 

 

დღის ამბები