ზუგდიდში, ენგურის ხიდთან, ირაკლი კავარაცხელიას გადმოსვენებას ელიან. 29 წლის მამაკაცი, რომელიც გალის იზოლატორში გარდაიცვალა, მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხანში უნდა გადაასვენონ.
ირაკლი კვარაცხელიას მშობლები არ ჰყავდა, მისი ნათესავები კი „კურიერთან“ მომხდარის შესახებ ჰყვებიან.
„ცხედარს სოხუმიდან მოასვენებენ. მარხავდნენ იქ, სამი დღეაო. სამ დღეზე მეტხანს არ აჩერებენ მიცვალებულს, ასაფლავებდნენ, მაგრამ რომ აღმოაჩნდა ნათესავი გადმოასვენებენ.
მე გამომკითხეს, ვინ იყო ჩემი, სადაური იყო, როგორ იყო - მეუღლის ბიძაშვილის ბავშვია. ჩემს მეტი არავინ ჰყავს აქ უფრო ახლო,“-ამბობს კვარაცხელიას ნათესავი.
მისი თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, რა გახდა მისი ნათესავის გარდაცვალების მიზეზი. გავრცელებულ ინფორმაციებს, კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი ეჭვის ქვეშ აყენებს. ]
„ჩამოიხრჩო თავიო. ჭორის დონეზე არავინ იცის, იქ ლაპარაკობენ, ზუგდიდში ლაპარაკობენო, რომ დაიჭირეს იქ ხიდთან ცუდად გახდაო, თუ გული გაუსკდა მერე თავს როგორ ჩამოიხრჩობდა?-ვარიანტი არ არის,“-ამბობს კვარაცხელიას ნათესავი.