17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
არაფერი გააჩნდა, არც მშობლები ჰყავს, ნოემბერში გადმომყავდა სამუშაოდ - გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი კვარაცხელიას ნათესავი

ოკუპირებულ გალის რეგიონში სამი დღის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენებას ზუგდიდში ელოდებიან.

კვარაცხელიას გალში ერთადერთი ნათესავი ჰყავს. როგორც ნათესავი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, გარდაცვლილს მშობლები არ ჰყავს და  მისი გადმოსვენების პროცესში თავად არის ჩართული. 

კვარაცხელიას ნათესავი ამბობს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი შესახებ არაფერი იცის. ჰყვება იმას, რაზეც ოკუპირებულ რეგიონში საუბრობენ.  

„ჩამოიხრჩო თავიო. ჭორის დონეზე არავინ იცის, იქ ლაპარაკობენ,  ზუგდიდში ლაპარაკობენო, რომ დაიჭირეს იქ ხიდთან ცუდად გახდაო, თუ გული გაუსკდა მერე თავს როგორ ჩამოიხრჩობდა?-ვარიანტი არ არის,“-ამბობს კვარაცხელიას ნათესავი.  

მისი თქმით, რადგან კვარაცხელიას სამსახური არ ჰქონდა, ის ოკუპირებულ რეგიონში ციტრუსის კრეფის დროს სამუშაოდ გადაჰყავდა. 

„ყოველ ნოემბრის თვეში დამყავდა. ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში დამყავდა.  არაფერი ჰქონდა, დედა არ ჰყავდა მამა. ახალგაზრდა ბიჭი იყო, მუშაობდა, 600-700 ლარამდე გამოსდიოდა, ერთი თვე,ორი თვე იმუშავებდა. ხურჩიდან გადმოდიოდა მე მგონი. რუსები დგანან ყველგან რამდენი წელია, რუსები დაიჭერდნენ აბა, ვინ დაიჭერდა“-ამბობს ნათესავი.

ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა ნაბაკევი-თაგილონის მონაკვეთზე დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ის სცემეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 29 წლის კვარაცხელია ოკუპანტებმა ცემით მოკლეს, მას დაზიანებები ზურგისა და თავის არეში აქვს მიყენებული. საოკუპაციო რეჟიმი გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები