17 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ე.წ. ლურჯი ვეშაპი თუ ფოტოს გადაღების მცდელობა - გამოძიება 13 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს

13 წლის გოგონას ცხედარს, რომელიც რუსთავში 8 სართულიანი შენობიდან გადმოვარდა ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილი ლიზა ვადაჩკორიას ახლობლები. ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა გოგონა ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშში იყო ჩართული და კორპუსის სახურავიდან თავად გადმოხტა. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი მეგობართან ერთად სახურავზე სურათის გადასაღებად ავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ლიზა ვადაჩკორია და მისი მეგობარი ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს იმ კორპუსის მცხოვრებლებმა, საიდანაც გოგონა გადმოვარდა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვი ამავე კორპუსში არ ცხოვრობს.

„ის ბავშვი თავის ფეხით ჩამოვიდა, მეორე. რომ დავიწყე ყვირილი რომ რა გინდოდათ კრიშაზე რას აკეთებდით მეთქი და ამან ამიყვანაო. ამას გამოვყევიო. იმას არ უთქვამს რომ სურათს ვიღებდითო. ამ ბავშვმა გამომიყოლაო,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. 

გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლიზა ვადაჩკორია მამასთან და დედინაცვალთან ერთად რუსთავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 

დღის ამბები