17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"ცხედარს ჩაუტარდება ყველა შესაბამისი პროცედურა" - გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

რუსულ სამხედრო ბაზაზე მოკლული ქართველი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის შემდეგ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ უფრო მეტი დეტალები გახდება ცნობილი. წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია, რასაც ცხედარზე ძალადობის კვალი ადასტურებს.

ენგურის ხიდთან ცხედარის გადმოსვენებას გარდაცვლილის ახლობლები, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდნენ. 

„ცხედარს ჩაუტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, მოხდება საზოგადოების ინფორმირება,“ - განაცხადა სახელმწიფო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 29 წლის ახალგაზრდას ცხედარი ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდზე გადმოასვენეს. ახალგაზრდა მამაკაცს სამხედრო ბაზაზე სასტიკად გაუსწორდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ კვარაცხელია, რომელიც ხშირად გადადიოდა ოკუპირებულ გალში, რუსმა სამხედროებმა დაპირისპირების შემდეგ გაიტაცეს.

საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გააქტიურდა დღეს კიდევ ერთ რეგიონში. საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულია კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ორი მცხოვრები.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები