26 წლის გიგი გეგეჭკორს ოჯახი უკვე მე-7 დღეა ეძებს. ბოლოს იგი დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
მეგობრებისთვის, სათვალთვალო კამერებიდან ცნობილია, რომ ის მანქანის გაჩერებას ცდილობდა,რის შემდეგაც მისი კვალი ქრება. ახლობლების თქმით, გიგი გეგეჭკორი სახლიდან გაუფრთხილებლად არასდროს გადიოდა.
ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დაიწყეს სამართალდამცველებმაც.