17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე უკვე თავისუფალია. ისინი ოთხშაბათს გაიტაცეს და გუშინ საღამოს თანხის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.

ადგილობრივების თქმით, ორივე სოფელ ყარაფილაში ერთ-ერთის ოჯახში ქეიფობდა, სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი დააკავეს.

გათავისუფლების შემდეგ ორივე მათგანი შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

რა ტერიტორიაზე დააკავეს ოკუპანტებმა, სად ჰყავდათ ორი დღის განმავლობაში და რა პირობებში იმყოფებოდნენ, უცნობია. პოლიციის შენობიდან გამოსულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ერთ-ერთი ვერსიით, ისინი კასპის მუნიციპალიტეტში, ყარაფილა-სარიბარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

დღის ამბები