17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 8 ადამიანი  აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. ისინი უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ოთახში იმყოფებიან.

მათ შორის არის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ონიანი.

საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მათი მტკიცებით, საბუთები წესრიგში აქვთ და ლარნაკაში ტურისტულად ჩადიოდნენ.

8-ვე მგზავრს ლარნაკას სავარაუდოდ, შაბათს დაატოვებინებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

„ყურადღებას არ გვაქცევს არავინ. არაფერს გვეუბნებიან. ყველა საბუთი გვქონდა მწყობრში, კაცი შვილი პატრონი არ გამოჩენილა. ჩვენით თუ რაღაცას ველაპარაკებით და ვაგებინებთ, მაგრამ გვეუბნებიან ჩვენ დაცვა ვართ და არაფერი საქმე არ გვაქვს თქვენთანო. საელჩოს დავურეკეთ, მაგრამ ვერ გავხდებითო ვერაფერსო. უფლება არ გვაქვს, ამათ კანონებს ვერ ვეწინააღმდეგებითო,“-აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში გიორგი ონიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზეა.

უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ტურისტული ვიზიტი ვერ დაადასტურეს, რასაც მათი საზღვარზე გაჩერება მოჰყვა.  

დღის ამბები