თანამდებობის პირებისთვის დიპლომების დარიგების რეზონანსული საქმის შემდეგ, ტექნიკური უნვიერსიტეტი ახალ სკანდალში ეხვევა - აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ სასწაველებლი, რატომღაც, მის შენობებს უსასყიდლოდ უთმობს სხვადასხვა კომპანიებს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, შპს ვილა ძარა სასწავლებლის კუთვნილ 131 კვადრატულ მეტრს არამართლზომიერად იყენებდა და უნივერსიტეტს, სულ მცირე, 71 000 ლარის ზიანიც მიაყენა.
კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, ტექნიკური უნივერსიტეტში კი განამრტავენ, რომ, პრობლემის გამო, სასამართლო დავა წამოიწყეს და მოიგეს კიდეც.