17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
პედოფილიაში ბრალდებების გამო, "ლუი ვიტონმა" მაიკლ ჯექსონის მოტივებზე შექმნილი სამოსი კოლექციიდან ამოიღო

პედოფილიაში ბრალდებების გამო, ლუი ვიტონმა მაიკლ ჯექსონის მოტივებზე შექმნილი სამოსი კოლექციიდან ამოიღო.

საუბარია 2019 წლის კოლექციაზე, რომელიც ფრანგული მოდის სახლმა იანვარში პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.

მამაკაცის ხაზის დიზაინერმა 2019 წლის კოლექცია პოპკულტურის თემაზე შექმნა და ნამუშევრების უმეტესობა პოპის მეფეს მიუძღვნა.

სამოსი ივნისში გაყიდვაში უნდა გამოსულიყო, თუმცა ლუი ვიტონის ხელმძღვანელების ინფორმაციით, სამოსი წარმოებიდანაც და გაყიდვებიდანაც ამოღებულია.

გადაწყვეტილება ბრენდმა დოკუმენტური ფილმის პრემიერის შემდეგ მიიღო, სადაც ორი მამაკაცი პოპის მეფეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ლუი ვიტონში აცხადებენ, რომ ბავშვებზე ძალადობა ბრენდის თანამშრომლებისთვის მიუღებელია. 

დღის ამბები