სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - ბრალდების მხარემ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოიკითხა 40-მდე მოწმე, გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.
პროცესი ახლა უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროკურატურის ცნობითვე, დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეები დასკვნითი სიტყვით 25 მარტს წარდგებიან, რის შემდეგაც ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.