22 დეკემბერი 2024,   15:13
ვრცლად
არა ოკუპაციას! - ქართველი ემიგრანტების პროტესტის ნიუ-იორკსა და ევროპის ქვეყნებში

არა ოკუპაციას - ამ ლოზუნგით ნიუ-იორკში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ქართველმა ემიგრანტებმა გალში გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს და რუსი ოკუპანტების საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის ფაქტები გააპროტესტეს.

გუშინ კი ქართველმა ემიგრანტებმა აქციები ერთდროულად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამართეს. ემიგრანტები საპროტესტო ლოზუნგებით გამოვიდნენ ათენში, ანკარაში, სალონიკში, ბერლინსა და ლონდონში. რუსული ოკუპაცია ქართველებმა დაგმეს იტალიის დედაქალაქ რომსა და პიზაშიც.

დღის ამბები