„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” დღეს ოფიციალურად იხსნება, 24 მარტს კი თბილისში ნატოს გენერალურ მდივანს ელოდებიან.
ვიზიტის მეორე დღესვე იენს სტოლტენბერგი საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებს დაესწრება.
პირველ ერთობლივ, მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს. წვრთნა მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
მასში 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
სწავლება „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.