რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ დიციდან გატაცებული ახალგაზრდა, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. სასამართლო პროცესი იქ შუა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც გივი ბერუაშვილს სავარაუდოდ გაათავისუფლებენ, თუმცა ოჯახს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია.
21 წლის გივი ბერუაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ დიციდან გუშინ წაიყვანეს, როდესაც ის ოჯახის კუთვნილი ნაკვეთიდან ბრუნდებოდა. როგორ ბერუაშვილის ნათესავები განმარტავენ, დიცში მავთულხლართები არ არის გავლებული, ახალგაზრდა კი იქ მეორედ იყო და არ იცოდა, თუ რომელ ტერიტორიას მიიჩნევენ ოკუპანტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრად.