17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
3 კილოგრამამდე ოქროს და 22 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა - საგამოძიებო სამსახურმა სამი ფაქტი გამოავლინა

3 კილოგრამამდე ოქროს და 22 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა - საგამოძიებო სამსახურმა სამი ფაქტი გამოავლინა. 

უწყების ინფორმაციით, ამოღებული ძვირფასი ნაკეთობების ღირებულება, 240 00 ლარს აღემატება. 

მხილებული პირები საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კილოგრამზე მეტი ვერცხლის  და ორი კილო და 500 გრამის ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება,“- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

დღის ამბები