17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - ქარი და ნალექი უახლოესი 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

უამინდობა საქართველოში - ქვეყნის მასშტაბით ქარი და ნალექი უახლოესი 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვა შენარჩუნდება მაღალმთიან რეგიონებშიც. ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით,  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 20 მარტიდან ელოდებიან, ტემპერატურა 18 გრადუსამდე აიწევს.

„დასავლეთ საქართველოში ქარის ძალა შესუსტდა, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს და დედაქალაქს, თუ ღამის საათებში იყო ძალიან ძლიერი დაქროლვები ქარის, ამჟამად ქარი თანდათანობით წყნარდება და მთლიანი ჩადგომა ქარის მოსალოდნელია ამ საღამოს. დასავლეთ საქართველოში უკვე 19-დან 21 მარტის დღის პირველ ნახევრამდე გამოიდარებს,“ - განაცხადა დოდო გვაზავამ.

დღის ამბები