17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება - შს მინისტრის მოადგილის თქმით, 80%-იანი ზრდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოდის 

გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში - შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი გაზრდილია. ერთ-ერთ მიზეზად ნათია მეზვრიშვილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს ასახელებს. 

მეზვრიშვილი მოუწოდებს მედიას და პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ პრობლემით სპეკულირება.

„საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 80% ზრდის, სწორედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე მოდის და ძირითადად ეს არის ქურდობა, მათ შორის ეს არის წვრილმანი ქურდობა ჩადენილი არასრულწლოვნების მიერ. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის არის სოციალური ფონი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სოციალური ფონი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააზრებული იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკა.

ზოგადად ამ დანაშაულის გახსნა არც ისე მარტივია, დანაშაული ფარული ხასიათისაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გახსნისთვის პრაქტიკული მექანიზმები დავნერგოთ, მაგალითად, როგორიცაა კამერების დამონტაჟება მთელი საქართველოს მასშტაბით,"-განაცხადა მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები