17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
თუ ბესელია მანდატს დატოვებს, მეც წავალ - ვანო ზარდიაშვილი

თუ ბესელია მანდატს დატოვებს, მეც წავალ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ზარდიაშვილსა და ბესელიას შორის დაპირისპირება მოსამართლეთა შერჩევასა და მათი უვადოდ დანიშვნის საკითხს მოჰყვა.

„არამცთუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, მე დღესვე მზად ვარ პარლამენტის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ამ შემთხვევაში ეკა ბესელიაც უარს იტყვის თავის მანდატზე,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ეკა ბესელია ზარდიაშვილს სასამართლოში არსებული კლანის ლობირებაში ადანაშაულებს.

„ზონდერი რომ აქ ზის პარლამენტში, ქართული ოცნების სახელით, საწყალი ქართული ოცნება. პატარა ზონდერი თან, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი,“ - მიმართა ზარდიაშვილს ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილი კორუფციაშიც დაადანაშაულა.

„ხელებს აფათურებდი მთელი ეს წლები სასამართლოს კორუფციაში და ახლაც ასეა,“ - მიმართა ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს.

ყოფილი თანაგუნდელს ზარდიაშვილმა მიმართა და უთხრა, რომ „შენს ხელებს ასდის ფულის სუნი“.

დღის ამბები