17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
მინდა მჯეროდეს, რომ აქ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი - ჯანდაცვის მინისტრი ექიმის მიერ პაციენტის ცემაზე საუბრობს

ექიმის მიერ პაციენტის ცემის შესახებ ინფორმაციას  ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მას დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გააჩნია.

სერგეენკოს თქმით, ფიზიკური დაპირისპირება მისთვის მიუღებელია და ძალიან სურს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.

„ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ აქ მართლა რაღაც ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ძალიან დამწყდება გული ასეთი რამე რომ გავიგო. თუმცა ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დეტალური ინფორმაცია მეცოდინება მალე, როდესაც ჩვენი მონიტორინგის სამსახური ზუსტად გამომიგზავნის რეპორტს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მინდა მჯეროდეს, რომ აქ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. ეს მიუღებელია ნებისმიერი ფორმით,“- განაცხადა სერგეენკომ

დაზარალებულის, ხვიჩა სამადაშვილის  ინფორმაციით, გურჯაანის საავადმყოფოში მას ექიმი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ვითარება „ნიუ ჰოსპიტალში“ მაშინ დაიძაბა, როცა პაციენტმა გადაწყვიტა, რომ მედპერსონალის აგრესიული მოქმედებები ვიდეოთი გადაეღო. ეს კი ექიმმა „არაკაცურად“ მიიჩნია, პაციენტს კამერა წაართვა და სცემა.

 

 

დღის ამბები