ჭრილობის საფენის შეცვლის გამო დაწყებული შელაპარაკება ექიმსა და პაციენტს შორს დაპირისპირებაში გადაიზარდა. გურჯაანში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო პაციენტმა ხვიჩა სამადაშვილმა თავად გაავრცელა. დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა სამადაშვილი საავადმყოფოდან სამედიცინო მომსახურების გარეშე წამოვიდა.
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს" ხვიჩა სამადაშვილმა შაბათს მიმართა. მას შემდეგ, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისას ფეხი დაიზიანა. დღეს კი ჭრილობის გადახვევაზე იყო დაბარებული. სამადაშვილის მონაყოლით საავადმყოფოში დილიდან მივიდა, თუმცა ექიმის კაბინეტში პროცედურაზე რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ შევიდა. ხვიჩა სამადაშვილი იხსენებს, რომ შელაპარაკება თავდაპირველად ექთანთან დაიწყო.
თავად ექიმი ნუკრი ბაღაშვილი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩნდა. ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ კონფლიქტზე კი სატელეფონო განმარტება კლინიკის მენეჯერმა გააკეთა. რუსკა კუპატაშვილმა პაციენტი სამადაშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
საავადმყოფოს მიმართვის საფუძველზე გურჯაანის პოლიციაში გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი.