„საქართველოს ფოსტამ“ თანამშრომლებზე 2017 წელს, 6 მილიონ ნახევარზე მეტი პრემია-დანამატი დაარიგა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სახელმწიფო კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაში არ არის დასაბუთებული ვინ რისთვის აიღო პრემია. სოლიდური თანხა დაუჯდა „საქართველოს ფოსტას,“ მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკა, 2017 წელს კომპენსაციების სახით 19 თანამშრომლებზე თითქმის 400 ათასი ლარი გაიცა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს, „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერებთანაც. მაკონტროლებელ ორგანოში ამბობენ, რომ 4 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, მოთხოვნილი პარამეტრები კი მხოლოდ ერთი ბრენდის ავტომობილზე იყო მორგებული, ანუ წინასწარ განისაზღვრა ვინ შეიძლება ყოფილიყო გამარჯვებული.
”საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტს კონკრეტული კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებენ მკვლევარებიც. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”შეაჩერე კორუფცია” საქართველოს ფოსტის მიერ ავტომობილების შესყიდვები შეისწავლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მხრიდან შესაძლო კანონდარღვევაზეც საუბრობენ. საქმე ეხება ძველ ლატარიის კომპანიას, რომელიც დაიხურა 2017 წლის პირველ სექტემბერს. სწორედ "სქართველოს ფოსტის" დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე მართავდა იმავე პერიოდში ლატარიის ძველ კომპანიასაც.
საგამოძიებო ორგანოს მასალები აუდიტის სამსახურიდან უკვე გადაეგზავნა.