გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება იკრძალება ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი მანქანების მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.