17 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელმა წევრმა, ერიკ რაჯენდრამ დატოვა

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელმა წევრმა, ერიკ რაჯენდრამ დატოვა.

“თიბისი ბანკის“ ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რაჯენდრამ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

თიბისი-ს სამეთვალყურეო საბჭო შეშფოთებულია, რომ ერიკ რაჯენდრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ის დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა „თიბისი ბანკთან“ და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ერიკ რაჯენდრა გარდა იმისა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო, ასევე იკავებდა საბჭოს კორპორატიული მმართველობისა და დანიშვნის კომისიის თავმჯდომარის პოსტს, რომელსაც რაჯენდრა ასევე ტოვებს.

დღის ამბები