17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა - სასამართლო პროცესი გადაიდება

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული პროცესი გადაიდება. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განმარტა, კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შექმნა, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრება.

პროცედურის მიხედვით, ჩანიშნული პროცესი 15:00 საათზე დაიწყება, სადაც გადადების საკითხის განხილვა მოხდება.

კონდახაშვილის განცხადებით, სხდომას მათი წარმომდგენელი ბაადურ გულიაშვილი დაესწრება, რომელიც კირკიტაძესთან ერთად დაკავებულ ვალერი მუსაევის ინტერესებს იცავს, რომელიც გირაოთი არის გათავისუფლებული.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კვლავ პატიმრობაში რჩება. კირკიტაძეს 27 მოქმედი დეპუტატი და კიდევ 2 ათასზე მეტი ადამიანი თავდებში ჩაუდგა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არც კი განიხილა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ისევ პატიმრობაში დატოვა.

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები