17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
"ყვიროდა „დროზეო“ სავარაუდოდ, ფულს ითხოვდა" - ყაჩაღობის მცდელობა და სროლა პეკინზე

ყაჩაღობის მცდელობა და სროლა თბილისის ცენტრში - პეკინის გამზირზე ნიღბიანი პირი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში შეიჭრა. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა და გარკვეული თანხის გატაცებას შეეცადა.

საბოლოოდ, ნიღბიანი პირი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ ფულის წაღება ვერ შეძლო.

თითქმის 3 საათია შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ექსპერტს-კრიმინალისტებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს. თუმცა, სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ის ოფისში იმყოფებოდა, როცა მამაკაცმა ისროლა. მისივე თქმით, ნატყვიარი ფანჯარას ეტყობა,რადგან მინები დაჯავშნილი იყო.

„მე არ გამიგია რას ამბობდა, მაგრამ გოგოებმა თქვეს ყვიროდა „დროზეო“,სავარაუდოდ, ფულს ითხოვდა,“-ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი.

შიდა და გარე პერიმეტრზეც რამდენიმე სათვალთავლო კამერაა განლაგებული, რომლის ჩანაწერებსაც ახალა პოლიცია სწავლობს. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებული არ არის. 

დღის ამბები