17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"ადვოკატის გარეშე არაფერს არ ვლაპარაკობ" - დიდ დიღომში ხანძრის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებული 

„ადვოკატის გარეშე არაფერს არ ვლაპარაკობ,“ - ეს განცხადება, დიდ დიღომში ხანძრის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებულმა, ზურაბ მჭედლიძემ გააკეთა.

ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძე რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მან ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას აკეთებდა საწყობში არ უპასუხა.

მან ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა ვინმეს დავალებით ხომ არ იმყოფებოდა გვიან ღამით საწყობის ტერიტორიაზე.

ზურაბ მჭედლიძეს პალატაში სამაართალდამცავები დღეს გამოკითხავენ.

ზურაბ მჭედლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კლინიკა „ვივამედი“-ს კლინიკური დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ზურაბ მჭედლიძე ადეკვატურია.

„პაციენტი ადეკვატურია, კონტაქტურია. ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საშუალო სიმძიმის. გუშინ ჩაუტარდა ოპერაციული ჩაწევა, წვივის ძვლის მოტეხილობის გამო. პაციენტის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში არის სტაბილური,“ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ხანძარმა დიღმის საწყობში სულ 4 კომპანიის ქონება გაანადგურა. დაწვეს თუ დაიწვა - ეს არის კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ხანძრის დროს დაშავებული ზურაბ მჭედლიძე ცეცხლის გაჩენაში სავარაუდო ბრალდებულია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები