17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
25 მარტიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირველკლასელების რეგისტრაცია იწყება

25 მარტიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირველკლასელების რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 აპრილია.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის მშობელმა აღნიშნული საჭიროების დადასტურების მიზნით სპეციალური ფორმა უნდა შეავსოს, რომელის შემდეგ სკოლიდან სამინისტროს გადაეგზავნება.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი მინისტრის ბრძანდებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შედეგადაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე 8-დან 22 აპრილის ჩათვლით სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება მოხდება. მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის მიზნით,“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მთლიანად პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად განხორციელდება. მათ შორის, მე-3 ეტაპი, ანუ საყოველთაო რეგისტრაციის ვადები, 21 მაისიდან 12 ივნისამდე იქნება.

დღის ამბები