17 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
კირკიტაძის საქმე - სასამართლო სხდომას ბრალდებული და დაცვის მხარე არ დასწრებია

გურჯაანი რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესს ბრალდებული დავით კირკიტაძე და მისი ადვოკატები არ დასწრებიან.

როგორც სხდომის მდივანმა განმარტა, დაცვის მხარემ წარადგინა ბრალდებულის წერილი, სადაც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ განაცხადა, მე-5 პენიტენციური დაწესებულების ექიმს არ გაუცია ცნობა, სადაც დადასტურებული იქნებოდა, რომ კირკიტაძეს, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, სასამართლოზე დასწრება არ შეუძლია.  

მოსამართლე და ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ადვოკატებისა და ბრალდებულის გამოუცხადებლობა შესაძლებელია, მათი მხრიდან საქმის გაჭიანურებას ემსახურება. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბაადურ გულიაშვილი, რომელიც სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, გაირკვა, რომ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში პროცესს ესწრება და სხდომაზე ამ მიზეზით დააგვიანა.

როდის გაიმართება დავით კირკიტაძის საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

დღის ამბები