ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
გადაწყვეტილების შესახებ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელეეთერით აცნობა.
სატელევიზიო მიმართვაში ნაზარბაევმა თანამოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის საშუალება მისცეს.
ნურსულთან ნაზარბაევს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ეწურებოდა, თუმცა, თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა და მხოლოდ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე დარჩება.
პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ყაზახეთის სენატის სპიკერი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, შეასრულებს.
79 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის პირველი პირის პოსტს 1991 წლიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იკავებდა. მან საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენჯერმე გაიმარჯვა.