Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია - ფესტივალი 10 წლის იუბილეზე 70-მდე ქართველ და უცხოელ შემსრულებელს 21,22 და 23 ივნისს ლისი ვანდერლენდში უმასპინლებს. ჰედლაინერები კი წელს ფრანც ფერდინანდი, მოგვაი, რაი, დევიდ ავგულსი, მიშელ გურევიჩი და 1200 მიკროგრამი არიან.
Tbilisi Open Air-ზე სულ 4 სცენა იმუშავეს და თითოეული მათგანი მსმენელს ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკას შესთავაზებს.
„ძალიან ბევრი არტისტია, 70-მდე არტისტია, რომლებიც დადგებიან სცენებზე, ყველას ჩამოთვლა რთულია. ისეთი ჰედლაინები არიან, როგორიც ფრანც ფერდინანდი, მოგვაი, რაი, გურევიჩი და ა.შ.“ - განაცხადა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელმა, აჩიკო გულედანმა.