17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
5 წელი ყირიმის ანექსიიდან - ევროპარლამენტში რუსეთის აგრესიისა და პოლიტპატიმრების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა  

ყირიმის ანექსიიდან 5 წელი და ფილმი რუსეთის აგრესიისა და პოლიტპატიმრების შესახებ - ამ საკითხზე გადაღებული ფილმის პრეზენტაციას, რომელიც ევროპარლამენტში გაიმართა, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. 

ფილმში საუბარია 70 ადამიანის შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მსხვერპლები არიან. ეს ადამიანები იმის გამო, რომ უკრაინას იცავდნენ, დღემდე რუსეთის სხვადსხვა ციხეებში იმყოფებიან.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების მშობლები, რომლებიც ღიად საუბრობდნენ მოსკოვის რეჟიმის ქმედებებზე არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართ. 

„გამამართლებელ განაჩენს არ ველით. ასეთი პრეცედენტი არც არსებობს. ჩემს შვილს 10- წლიანი პატიმრობა ემუქრება. ევროპას უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ რუსეთის რეჟიმი საშიშია. მხოლოდ სანქციებს და საერთაშორისო ზეწოლას შეუძლია შედეგის მოტანა. როდესაც დაიპყრეს სამხრეთ-ოსეთი, არ ყოფილა საერთაშორისო რეაგირება ძლიერი, ამიტომ ყირიმის და აღმოსავლეთ რეგიონების მიტაცება მეორე ნაბიჯი გახდა. ასეც გააგრძელებს რუსეთი, რადგან მისი პოლიტიკა არ იცვლება,“ - განაცხადა დაკავებული უკრაინელი მეზღვაურის მამამ, იგორ გრიბმა. 

დღის ამბები