17 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
დამწვრობა ლოკალიზებულია სახეზე და მტევნებზე - თემქაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია

თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის, თქმით, პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება ცენტრში.

„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 35 წლის მამაკაცი, 112-ის ბრიგადის მიერ იქნა გადმოყვანილი, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კალონკის აფეთქების შედეგად. მისი მდგომარეობა ამ წუთისთვის არის სტაბილური - 12 პროცენტი მეორე-მესამე ხარისხი, დამწვრობა გვაქვს ლოკალიზებული სახეზე და მტევნებზე. რაღაც პერიოდს, ბუნებრივია, რომ დაჰყოფს დამწვრობის ცენტრში იმიტომ, რომ ამ დამწვრობას სერიოზული დრო დასჭირდება შესახორცებლად,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთდება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა გახდა.

აფეთქებამ კორპუსის მცირე ნაწილი დააზიანა, ჩამონგრეულია იმ ბინის კედელი, სადაც შემთხვევა მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები