17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - EMC პრეზიდენტის და იუსტიციის მინისტრის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს 

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმაურება.

თეა წულუკიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო პრეზიდენტის თქმით, ის სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებს ერთ დონეზე არ აყენებს. 

EMC-ში მათ განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებენ. უფლებადამცველების განცხადებით, თანამდებობის პირებს სათანადოდ არ ესმით საკუთარი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობა და აგრძელებენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების არაღიარების პოლიტიკას.

მათივე მტკიცებით, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, რადგან  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას და მის კავშირს ტერორიზმის მხარდაჭერასთან.

„ის თანამდებობის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები და გარანტორები ადამიანის უფლებების დაცვაზე ქვეყანაში, კითხვებზეც კი არ სვამენ ამ საქმესთან დაკავშირებით და მეტიც ისინი ცდილობენ კვლავ, თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინებას. იუსტიციის მინისტრი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი კანონის უზენაესობისა და მისი უფლებების დაცვის საკითხებზე, ის ასევე ამბობს, რომ ის სახელმწიფოს დანაშაულს ამ საქმეში არ ხედავს,“-აცხადებს თამთა მიქელაძე.

დღის ამბები