საქართველოს 8 მოქალაქეს ავსტრიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ისინი უკვე ოთხი დღეა ვენის აეროპორტის სპეციალურ იზოლირებულ ოთახში იმყოფებიან. მათ ავსტრიული მხარე საქართველოში შაბათს დააბრუნებს.
საქართველოს მოქალაქეები „კურიერს“ უყვებიან, რომ საბუთები წესრიგში ქონდათ და გაუგებარია რატომ არ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ საქართველოს კონსულს ჰქონდა კონტაქტი ავსტრიულ მხარესთან, რომლის ინფორმაციითაც საეჭვო სწორედ მათი დოკუმენტები გახდა, რის გამოც ქვეყანაში არ შეუშვეს.
„აეროპორტის ტერიტორიაზე არის რაღაც პოლიციის შენობა. ჩვეულებრივი გისოსებში ვართ და უდიერად მოგვექცნენ. როგორც ცხოველებს ისე ექცევიან ჩვენს ხალხს. რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ჩვენი საელჩო არ არის. მამაკაცი ვარ და ავიტან, გავუძლებ, გინდა 6 თვე და გინდა ერთ წელიწადი, მაგრამ ქალებიც ჰყავთ გამოკეტილი. მიზეზს ვერ მისახელებენ, მეუბნება გაჩუმდი და თუ არ გაჩუმდები, მერე მუქარაზე გადმოდის,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ემზარ მალვენიშვილი.