17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უკრაინის "შავ სიაში" მოხვდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, უკრაინის შავ სიაში  მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. „შავ სიაში” 800-ზე მეტი პირია შეყვანილი.

მერაბ ხალვაში ამ ფაქტს გაუგებრობას უწოდებს. მისი თქმით, უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებებში გაიგზავნება.

„მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს არის გაუგებრობა. უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი და ჩვენ გავგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი რეაგირებისთვის. ასევე ვგეგმავთ წერილის გაგზავნას უკრაინაში საქართველოს საელჩოში,“-აცხადებს ხალვაში.

დღის ამბები